სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან გაშლილი კარავი საკანონმდებლო ორგანოს წინ გადმოიტანეს.
მათი განმარტებით, კარავი, რომელიც რამდენიმე თვეა, პროტესტის ნიშნად პარლამენტის უკანა შესასვლელთანაა გაშლილი, ახლა საკანონმდებლო ორგანოს წინ იქნება გაშლილი.
როგორც ისინი აცხადებენ, აპროტესტებენ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების ფაქტს და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.