სამომხმარებლო სესხების მოცულობა და საპროცენტო განაკვეთი გაზრდილია.
კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის 1-ლი ივლისის მდგომარეობით, სამომხმარებლო სესხების მოცულობა 4 მილიარდ 306 მილიონ ლარს შეადგენდა. აქედან მოკლევადიანი სესხები - 218 მილიონ 341 ათასი; ხოლო გრძელვადიანი - 4 მილიარდ 88 მილიონი ლარი იყო. შედარებისთვის, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში სამომხმარებლო სესხების მოცულობა - 3 მილიარდ 881 მილიონ ლარს შეადგენდა.
რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთს, თუ მიმდინარე წელს სამომხმარებლო სესხებზე წლიური საპროცენტო განაკვეთი - 16,9%-ია, 2019 წელს - 16,8% იყო. ამასთან, 1-ლი ივლისის მდგომარეობით, მოკლევადიან სესხებზე საპროცენტო განაკვეთი - 19,9%-ს, გრძელვადიანზე კი - 16,7%-ს შეადგენს.