სამხრეთ კორეულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა კომპანიამ Samsung-მა ნიუ-იორკში ახალი თაობის საფლაგმანო სმარტფონის Galaxy Note 10-ის მასშტაბური პრეზენტაცია გამართა. ახალი სმარტფონის უმთავრესი სიახლე - დიდი ეკრანი და 5G-ია.
Samsung-მა პრეზენტაციაზე ერთდროულად ორი მოდელი - Galaxy Note 10 და Galaxy Note 10 Plus-ი წარადგინა. ახალ სმარტფონებს კამერების რაოდენობაც გაეზარდათ, ახლა მათ 4 და 5 უკანა კამერა აქვთ. გაუმჯობესებულია მათი დამუხტვის შესაძლებლობაც. ასევე გააჩნიათ დისტანციური მარვის ფუნქცია 10 მეტრის სიშორიდან.
ორივე სმარტფონის გაყიდვები თვის ბოლოდან დაიწყება. რაც შეეხება ფასს, ღირებულება ათას 100 და ათას 300 დოლარი იქნება.