კორპორაცია Samsung-მა ევროპის ინტელექტუალური საკუთრების ბიუროში შეიტანა განაცხადი ახალ სავაჭრო ნიშანზე Samsung Mobile Ads. განაცხადის მიხედვით, მწარმოებელს სამომავლოდ მისი წარმოების მოწყობილობების ინტერფეისზე სარეკლამო განცხადების გამოტანა შეეძლება.როგორც ცნობილია, კომპანიას უკვე აქვს მოქმედი სარეკლამო სერვისი — Samsung Ads, რომელიც სარეკლამო განცხადებებს „სმარტ“ ტელევიზორების ეკრანებზე აჩვენებს. ახალი განაცხადის მიხედვით კი, რეკლამის ჩვენებას კომპანია უკვე სმარტფონებშიც გეგმავს.