Samsung-მა თამაშებისთვის და სოციალური ქსელებისთვის მრუდი მონიტორი Odyssey Ark-ი გამოუშვა. ამის შესახებ Verge წერს.
კომპანიამ მონიტორის გამოშვება გამოფენა CES 2022-ზე დააანონსა. Odyssey Ark-ი ბაზარზე ყველა დიდი მრუდი მონიტორია.
მოწყობილობას სპეციალური სადგამი აქვს, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია ის ვერტიკალურად, ჰორიზონტალურად ან დიაგონალზე მოათავსოს.
Samsung-ი მონიტორის ფასს ჯერჯერობით არ ასაჯაროვებს. ასევე უცნობია, როდიდან დაიწყება მისი გაყიდვა.