სამხრეთ-კორეული კომპანია Samsung აგრძელებს მისი ფარმაცევტული ბიზნესის გაფართოებას და ამ მიზნით წამლების მწარმოებელი ახალი საწარმოს შექმნაში 2 მილიარდი დოლარის ინვესიტიციას ჩადებს, რომელიც გახდება ყველაზე მსხვილი ფარმაცევტული საწარმო არამხოლოდ სამხრეთ კორეაში, არამედ მთელს მსოფლიოში. მისი ამოქმედება 2022 წელსაა დაგეგმილი.
როგორც გამოცემა The Wall Street Journal წერს, კომპანია ფსონს დებს ბიოლოგიური წამლების ბაზრის სამომავლო ზრდაზე, რომელზე მოთხოვნაც თავის მხრივ, კორონავირუსის პანდემიის გავრცელებამ გამოიწვია.
საწარმო - Super Plant, გახდება რიგით მეოთხე კომპანიისთვის Samsung BioLogics, რომელიც Samsung-ის ბიოფარმაცევტული განყოფილებაა.