"სამსუნგი" დასაკეცი სმარტფონი გამოუშვებს. ტელეფონი, რომლის გაშლილი ეკრანი ტაბლეტის ზომისაა, შეგიძლიათ დაკეცოთ და ჯიბეში ჩაიდოთ. მისი პრეზენტაცია უკვე გაიმართა.ინოვაციური მოწყობილობის გამოყენება შეგიძლიათ როგორც ტელეფონის, ასევე ტაბლეტის მაგივრად. მისი ეკრანი 7.3 ინჩიანია.ახალ მოწყობილობას Infinity Flex Display-ი დაარქვეს. როგორ კომპანია „სამსუნგში“ აცხადებენ, მისი მასობრივად წარმოება უახლოეს პერიოდში დაიწყება. თუმცა, ჯერ ზუსტად უცნობია თუ კონკრეტულად რამდენ ხანში შეგვიძლია მსგავსი მოწყობილობის შეძენა.დასაკეცი სმარტფონის ოფიციალური მხარდამჭერია „გუგლი“ „ანდროიდთან“ ერთად. აღსანიშნავია, რომ „სამსუნგი“ არ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც დასაკეც მოწყობილობებზე მუშაობს. „ჰუავეიც“ აპირებს მომავალი წლისთვის დასაკეცი ტელეფონი გამოუშვას. მსგავსი ელექტრონული მოწყობილობების კონცეფციაზე მუშაობს „ლენოვო“, LG-ი და Xiaomi -იც.უფრო მეტიც, მაგალითად, „მაიკროსოფტს“ მრავალეკრანიანი მოწყობილობის შექმნა სურს.