საპარტნიორო ფონდის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების მეწარმეობის ხელშეწყობისთვის არსებული პროექტები ერთი ბრენდის ქვეშ გაერთიანდება. "აწარმოე საქართველოში სწრაფი განვითარებისთვის" ქვეყნის მეწარმეობის განვითარებაზე, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციასა და ექსპორტის ზრდაზე იქნება ორიენტირებული და ბიზნესს სხვადასხვა მიმართულებით დაეხმარება.
ბიზნესის წარმომადგენლები და პროგრამის ბენეფიციარები სხვადასხვა პლატფორმის ერთი ბრენდის ქვეშ გაერთიანებას მიესალმებიან. მათი თქმით, პროგრამის შედეგები ქართულ ეკონოიმიკაზე უახლოეს პერიოდში აისახება.