პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, დღეიდან სამთო-სათხილამურო კურორტებზე სასტუმროები გაიხსნა. გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, დაანონსებულია რომ ზამთრის კურორტებზე საბაგიეროების აღდგენა 8 მარტიდან იგეგმება.
ნათია თურნავას განცხადებით, ზამთრის კურორტების გახსნა დროში ემთხვევა მნიშვნელოვან სპორტულ და არა მარტო სპორტულ საერთაშორისო ღონისძიებებს. მისივე თქმით, საქართველოში სპორტულ ღონისძიებაზე 500-მდე სპორტსმენი ეწვევა.