სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ. გაფიცულმა მუშებმა აქცია გამართეს. ისინი ხელფასების დროულად დარიცხვას, ანაზღაურების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ უკვე სამი თვეა ანაზღაურებას ვერ იღებენ და იანვრის შემდეგ ხელფასის მხოლოდ მცირე ნაწილი აიღეს.
სამშენებლო კომპანია „ალტკომში“, რომელიც ავტობანზე სამუშაოებს აწარმოებს, განმარტავენ, რომ იანვრის თვის ხელფასი უკვე დაირიცხა და დარჩენილი დავალიანება მალე ანაზღაურდება. ავტობანზე, სადაც აქცია მიმდინარეობს, მობილიზებულია პოლიცია.