შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამტრედიასა და წყალტუბოში მომხდარი ქურდობის ორი ფაქტი გახსნა. მომხდარზე სამართალდამცველებმა წარსულში ნასამართლევი ორი პირი. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 3 თებერვალს სამტრედიის რაიონის სოფელ იანეთში მოქალაქის საცხოვრებელი სახლის გაქურდვა სცადეს. სახლის პატრონმა მათ წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც ორივე მათგანი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.