გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე ბაკურიანისა და დაბა წაღვერის სოფლების - მზეთამზესა და ტიმოთესუბნის მოსახლეობას შეხვდნენ.
მოსახლეობამ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს სოფლებში არსებული მდგომარეობა და საჭიროებები გააცნო. ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, მოსახლეობას სოფლის მეურნეობის განვითარების სახელმწიფო პროგრამებზე მიაწოდა ინფორმაცია და მიღწეულ შედეგებზეც ისაუბრა.