აჭარის უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესიის პირველი სხდომა ხმაურით დაიწყო. სესიაზე "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა "რუსთავი 2"-ის მხარდასაჭერი ბანერი მიიტანეს. მათი განცხადებით სიტყვის თავისუფლება საფრთხეშია. ნაციონალებმა "ქართული ოცნების წევრებს " "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით განმარტებებიც მოსთხოვეს.პასუხი მათ მხოლოდ იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ გასცა. ნინო ჩხეტიას განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობას", წარსულიდან გამომდინარე, უფლება არ აქვს მედიის თავისუფლების ხარისხზე ისაუბროს.ცნობისთვის, ლევან ვარშალომიძემ აჭარის უმაღლესი საბჭო იანვრის ბოლოს დატოვა. ის აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველი ნომერი იყო.