ვიდრე ბავშვს კენგურუში ჩასვამდეთ, გირჩევთ, ორთოპედს აჩვენოთ. მხოლოდ მისი ნებართვის შემდეგ შეიძლება კენგურუს გამოყენება. საქმე ის არის, რომ არსებობს თანდაყოლილი პათოლოგია - მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია. თუ პატარას ეს დაავადება აქვს, კენგურუში მისი ხშირად და დიდხანს ჩასმა მიზანშეწონილი არ არის. კენგურუში ჯდომისას ბავშვს ტერფები გარეთ განეზიდება, მისი ხშირი გამოყენება კი ტერფების მყარ განზიდვასა და გამრუდებას განაპირობებს. ამის თავიდან ასაცილებლად პატარა სეირნობის შემდეგ მუცელზე ისე დააწვინეთ, რომ ტერფები საწოლიდან გადმოკიდებული ჰქონდეს.
ასეთი პოზა კენგურუში დიდხანს ჯდომის შემდეგ ბარძაყის მომზიდველი კუნთების დაჭიმულობის პროფილაქტიკისთვისაც გამოიყენება. ორ თვემდე მენჯ-ბარძაყის სახსრის განვითარების შესახებ სრულ ინფორმაციას გვაწვდის სახსრის ექოსკოპიური გამოკვლევა.სწორედ ორთოპედთან კონსულტაციისას შეიტყობთ, რა ასაკიდან შეიძლება ჩავსვათ კენგურიში კენგურუში და რამდენი ხნით შეგიძლიათ ასეირნოთ თქვენი პატარა.