სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები 150-მდე დევნილი გარდაცვლილ ზურაბ ქირიას გამოემშვიდობა, რომელმაც უმძიმესი სოციალური მდგომარეობის გამო, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ტრაგიკული შემთხვევა 16 იანვარს მოხდა, როდესაც რამდენიმე გამაფრთხილებელი აქციის შემდეგ, დევნილების მოთხოვნა ბინებით უზრუნველყოფის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრომ და დევნილთა სააგენტომ არ დააკმაყოფილა. ადგილზე მცხოვრებმა დევნილებმა სიმბოლურად კორპუსზე შავი ლენტი გადმოფინეს, წარწერით - "იქნება თქვენ მაინც გეშველოთ". დაკრძალვაზე დასასწრებად საზღვარგარეთიდან ჩამოსვლა შეძლეს გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა - მეუღლემ და შვილმა. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა საპროტესტო აქციები დროებით სწორედ ზურა ქირიას დაკრძალვამდე შეაჩერეს, თუმცა ამბობენ, რომ პროტესტს ორშაბათიდან ისევ გააგრძელებენ