1886 წლის 14 აპრილს სიღნაღის რაიონში, სოფელ ანაგაში დაიბადა ყველასთვის ცნობილი და საყვარელი რეჟისორი, სახალხო არტისტი ალექსანდრე, იგივე სანდრო ახმეტელი. მისი თეატრალური კარიერა 1910 წელს დაიწყო. მაშინ დადგა პირველი სპექტაკლი „ღალატი“. თვითონვე იზრუნა გრიმსა და კოსტიუმებზე. მრავალმხრივ ნიჭიერმა 1912 წელს სწავლა განაგძრო პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. ის თბილისის ქართულ თეატრში რეჟისორად მიიწვიეს. 1923 წლიდან 1935 წლამდე იკავებდა რუსთაველის თეატრში რეჟისორის ადგილს, კოტე მარჯანიშვილის მიწვევით. რუსთაველის თეატრში შეხვდა მისი ცხოვრების უკანასკნელ და უდიდეს სიყვარულს, თამარ წულუკიძეს. დიდ რეჟისორს თავდავიწყებით შეუყვარდა თავისზე 17 წლით უმცროსი თამარი. ამ ტრაგიკული ბედის მქონე ქალთან ურთიერთობას უშლიდნენ დიდ რეჟისორს თეატრალები. როდესაც სანდრომ თამარის ცოლად შერთვის სურვილი გაახმაურა, რუსთაველის თეატრის მსახიობებმა წინააღმდეგობის გაწევა სცადეს. როგორც ხორავას მოგონებებიდანაა ცნობილი, სანდროს თავის გუნდისთვის უთხოვია „მაჩუქეთ მე ეს ქალიო“. თეატრალებმა დიდი სიყვარულის წინააღმდეგ ბრძოლას თავი მიანებეს. წყვილმა იქორწინა და ვაჟი შეეძინათ. მამის მოსახელე, სანდრო. თავისუფლების უსაზღვრო მოყვარულმა ახმეტელმა 1930 წელს დადგა საბედისწერო სპექტაკლი „ლამარა“. წარმატებულ წარმოდგენას დაესწრო სტალინიც. ქართული ეროვნული სულისკვეთების ოსტატური რეჟისურა, დაუწუნეს ტირანებმა სანდროს. საბჭოთა ხელისუფლება ითხოვდა რობაქიძის პიესის მოხსნას რეპერტუარიდან. ახმეტელი არ დაემორჩილა. ამის შემდეგ. 1933 წელს, ის მაყურებლის წინაშე ახალი სპექტაკლით წარსდგა, მან სცენაზე გააცოცხლა შილერის „ყაჩაღები“, სადაც ყაჩაღთა ბრბო უპირისპირდება ტირანიას...