კანადის გრან-პრის შემდეგ, კაცთა შორის ხმალში, ტოკიო 2020-ის რეიტინგი განახლდა. ევროპის ზონიდან ოლიმპიურ თამაშებზე მოსახვედრ პირველ ორ ადგილს ფრანგი ბოლად აპიტი და სანდრო ბაზაძე ინარჩუნებენ. მონრეალის გრან-პრის შემდეგ მათი უპირატესობა უახლოეს მდევრებთან კიდევ უფრო გაიზარდა და კონკურენტებისათვის, ფაქტობრივად, მიუწვდომლები არიან. ფარიკაობაში ტოკიო 2020-ის მონაწილეთა საბოლოო სია აპრილის დასაწყისში გამოქვეყნდება.