ჩრდილოეთ სირიაში ცეცხლის შეწყვეტას არასდროს გამოვაცხადებთ და ქურთულ ძალებთან მოლაპარაკებებზე არასრდოს წავალთ, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
ერდოღანმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ სირიაში სამხედრო ოპერაცია მანამ გაგრძელდება, სანამ თურქეთი საბოლოო მიზანს არ მიაღწევს. მისივე თქმით, მათ არანაირი სანქციები არ ანაღვლებთ.
"ისინი ჩვენზე ზეწოლას ახორციელებენ და გვეუბნებიან, რომ სამხედრო ოპერაცია შევწყვიტოთ. აანონსებენ სანქციებს. ჩვენი მიზანი ნათელია. არანაირი სანქციები არ გვანაღვლებს", - განაცხადა ერდოღანმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა, რომ ანკარას წინააღმდეგ სანქციები გამკაცრდება, თუ თურქეთი სირიაში ოპერაციას არ შეწყვეტს. ერდოღანს მიმდინარე მოვლნებთან დაკავშირებით ხვალ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი შეხვდებიან.