თბილისში საახალწლო სადღესასწაულო ზეიმი გრძელდება. ქვეყნის მთავარ ნაძვისხესთან პირველი რესპუბლიკის მოედანზე, არტისტები სტუმრების განწყობაზე ზრუნავენ. საახალწლო სოფელში უფროსებს ცხელი გლინტვეინით და ბავშვებს კი საახალწლო ორცხობილებით უმასპინძლდებიან. სანტა, მთავარი ნაძვისხე, კონცერეტები, თეატრალური დადგმები,მაკნატუნების მარში, კარუსელები და სასრიალო მოედანი პატარებს აქ ყოველდღე ელოდებათ. პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილ საახალწლო სოფელში ღონისძიებები და კონცერტები 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება. მრავალფეროვანი საახალწლო პროგრამა თბილისის მერიის ორგანიზებით არის შედგენილი.