თბილისში, სანზონაში მკვლელობა მოხდა. მოკლულია 17 წლის ბიჭი.
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
როგორც „პალიტრანიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, არასრულწლოვანის მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.