02:07
12 აგვისტო, 2020, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
საოჯახო ტექნიკა, რომელიც ივნისში ყველაზე მეტად გაძვირდა
09-07-2020

2020 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის უარყოფითი მაჩვენებელი დაფიქსირდა და წინა თვესთან შედარებით ფასების საერთო დონე 1.4%-ით შემცირდა. ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.1 პროცენტი შეადგინა.

შესაბამისად, ფასები გაიზარდა როგორ საკვებ პროდუქტებზე, ასევე გაძვირდა მსხვილი საოჯახო ტექნიკის ნაწილიც. მაგალითად, 2020 წლის ივნისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად ელექტროყავადანი გაძვირდა. ასევე გაძვირდა სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკაზეც. ფასები კი მხოლოდ ელექტროჩაიდანზე შემცირდა და ისიც სულ რაღაც 2,5%-ით.

მსხვილი საოჯახო ტექნიკის ფასების ცვლილება ერთი წლის განმავლობაში ასე გამოიყურება: ელექტროყავადანის - ფასი წინა წელთან შედარებით 19,69%-ით გაიზარდა; სარეცხი მანქანაზე - ფასები 16,71%-ით არის გაზრდილი; მიქსერი - 16,99%-ით გაძვირდა; გაზის გამათბობელზე ფასმა 1 წლის განმავლობაში - 15,71%-ით; მაცივარზე კი - 13,37%-ით მოიმატა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები