საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი ცხინვალში დღეს გაიმართება. ოჯახს მოლოდინი აქვს რომ ექიმის გათავისუფლება სწორედ ამ ე.წ. სასამართლო პროცესზე მოხდება. როგორც ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე ამბობს, მას დადებითი მოლოდინები აქვს ამ საკითხზე და იმედი აქვს რომ ეს მოლოდინები არ გაუცრუვდება. თამილა ლაფანაშვილის თქმით, მას იმედი განსაკუთრებით ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ მიეცა, მას შემდეგ, რაც არაერთმა სახელმწიფომ და საერთაშორისო თანამეგობრობამ ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობა გამოუცხადა.