საოკუპაციო ხაზთან არსებულ მდგომარეობას ამერიკელი კონგრესმენები ადგილზე გაეცნენ. საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი და დასავლეთ ვირჯინიის კონგრესმენი ალექს მუნი საოკუპაციო ხაზთან განაპირა სოფელ ოძისში ჩავიდნენ. კონგრესმენებმა საკუთრი თვალით ნახეს საოკუპაციო რეჟიმის რუსული სამხედრო ბაზა.
საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერის განცხადებით, შეერთებული შტატები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად არასდროს არ აღიარებს. მისივე თქმით, მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების უფლება არ აქვთ რაც კანონის უხეში დარღვევაა. კიდევ ერთი კონგრესმენი ალექს მუნი კი ითხოვს, რომ მთელმა მსოფლიომ მიაქციოს ყურადღება თუ რა ხდება ამ ტერიტორიებზე. მუნის თქმით, ამერიკა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს.