საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა დირბის ეკლესიის წინამძღვარი მამა იოანე ოხანაშვილი და კიდევ ერთი პირი დააკავეს. ეკლესიის წინამძღვარის და კიდევ ერთი პირის დაკავებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში განუცხადეს, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმაცია უკვე მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.