გორის, კასპის და ქარელის მუნიციპალიტეტების საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ 17 ათასზე მეტ ადამიანს წყალმომარაგების პრობლემა მოუგვარდება. რეგიონის 17 სოფლის მოსახლეობას წყლის მიწოდების პრობლემა 2008 წლის შემდეგ შეექმნა. სამშენებლო სამუშაოები ჭაბურღილების, ავზების და საქლორატოროს მოწყობას ითვალისწინებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება - 5,5 მლნ ლარზე მეტია.