რორაიმას მთა, იგივე მთა მაგიდა, რომელიც გამორჩეულია განსაკუთრებული ფორმების გამო, მდებარეობს ვენესუელის, ბრაზილიის და გაიანის საზღვარზე. მთა ერთ შეხედვით მიწიდან ამოზრდილ მაგიდას გავს. 1884 წელს რორაიმას მთაზე პირველად ავიდა ექსპედიცია , რომლის შემდეგაც სერ ართურ კონანდოილმა გადაწყვიტა დაეწერა რომანი „ დაკარგული ქვეყანა“. მთა საოცარია იმით, რომ მისი ასაკი დაახლოებით 2 მილიარდი წელია და ზედაპირი მუდმივად ღრუბლით აქვს დაფარული. მისი მწვერვალი პლატოა, რომლის ფართობიც შეადგენს 34 კვადრატულ კილომეტრს. მთის რაიონში სათავეს იღებს ისეთი მდინარეები, როგორიც არის ორინოკო, ამაზონი და ესეკობო. რორაიმას მთა ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია დედამიწაზე და ის ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. როგორც ცნობილია, რორაიმას მთა დედამიწაზე მომხდარი უძველესი გეოლოგიური ფორმირებების შედეგია.