"საოცნებო მშობლები" ამერიკაში მცხოვრები, 53 წლის ბრიტანელი მწერლის, სცენარისტის, ტელეწამყვანის, კომიკოსის - დევიდ ბედიელის საბავშვო ნოველაა. ჟანრი ფანტასტიკური კომედია. განსაკუთრებული წარმატება მწერალს სწორედ მისმა საბავშვო დებიუტმა მოუტანა, რომლის ორიგინალი დაწერლია ინგლისურად და გამოცემულია 2014 წელს, ლიბერკიდსელების რეკომენდაციით წიგნი მალევე ითარგმნა ქართულ ენაზე და 2016 წელს უკვე ქართველი მკითხველისთვისაც გახდა შესაძლებელი, მშობლიურ ენაზე გაცნობოდა მას.
წიგნის მთავარი გმირი ბარი ბენეტი სრულიად ჩვეულებრივი ბიჭია, უყვარს ფეხბურთი, ვიდეო თამაშები, ხშირად ჩხუბობს თავის დასთან და ვერ ეგუება მშობლების მიერ დაწესებულ აკრძალვებს. ერთ დღესაც, როდესაც ძალიან მობეზრდება ეს ყველაფერი და გაბრაზებული ინატრებს, რომ მშობლების არჩევის შესაძლებლობა ჰქონდეს. ის მოხვდება ისეთ სამყაროში, სადაც ბავშვები მშობლებს თავად ირჩევენ.