არჩევნებზე, საერთაშორისო დამკვირვებლებს კარანტინის გავლა არ მოუწევთ. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ "პალიტრანიუსს" განუცხადა, საერთაშორისო დამკვირვებლებთან დაკავშირებით ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სხვა მეთოდები იქნება გამოყენებული.
გამყრელიძის თქმით ჯერჯერობით, საბოლოო შეჯერებული მოდელი არ არის, თუმცა, გარკვეული მოსაზრებები და წინადადებები არსებობს.