საპარლამენტო უმრავლესობა 8 დეპუტატმა, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დატოვა. თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრიუძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ ,სოფიო ქაცარავამ და ზაზა ხუციშვილმა მმართველი გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პარლამენტმა პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით კანონპროექტი ჩააგდო. დეპუტატებმა საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად, საპარლამენტო თანამდებობიც დატოვეს. მათი აზრით კანონპროექტის ჩავარდნა მძიმე საკითხია ქვეყნისთვის.