ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის ლევან იზორიას ძმის საკითხს გამოეხმაურა. მისი ინფორმაციით კიტა იზორიას აქვს ფსიქიკური პრობლემა და ბევრი წელია ფსიქიატრების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მისი ვიდეოს გასაჯაროვება დიდი უზნეობაა დეპუტატი უფლებადამცველებს მოუწოდებს, შშმ პირის უფლების დარღვევის ფაქტს შეფასება მისცენ.რაც შეეხება ინფორმაციას, რომ პოლიციელზე რომელმაც კიტა იზორია დააკავა, ზეწოლა განხორციელდა, დეპუტატი ამ ინფორმაციას უარყოფს, მისი თქმით გიორგი დვალიშვილი 2014 წლის შემდეგ ორჯერ დაწინაურდა.