პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად მზად არის და ამისათვის ყველაფერს გააკეთებს. მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები ოპოზიციის გამარჯვების გარანტი რომ იყოს, მას გიორგი რურუაზე არ გაცვლიდნენ.
შეგახსენებთ, 4 ივნისს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი საჯარო განხილვა იწყება. საპარლამენტო უმრავლესობაში ვარაუდობენ, რომ კანონპროექტს სამივე მოსმენით 29 ივნისისთვის მიიღებენ. დოკუმენტს მმართველი გუნდის სრული მხარდაჭერა ექნება, თუმცა ოპოზიცია კვლავ არ ცვლის ულტიმატუმს. საპარლამენტო უმცირესობა კანონპროექტის მხარდაჭერის სანაცვლოდ 8 მარტს დადებული შეთანხმების სრულად შესრულებას და გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვს.