02:49
17 ნოემბერი, 2019, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად ვაჟა სირაძე დაინიშნა
14-08-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე პოლიციის მაიორი ვაჟა სირაძე დაინიშნა.

უწყების ინფორმაციით, სირაძე 2019 წლის თებერვლიდან აგვისტომდე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

სხვადასხვა წლებში იყო შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გორის სამმართველოს უფროსის მოადგილე, ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მესტიის (ზემო სვანეთი) რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე. 2015 წელს დაინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს II განყოფილების უფროსის მოადგილედ. 2015-2016 წლებში საქმიანობა განაგრძო შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველო ხაშურის რაიონული სამმართველო უფროსის პოზიციაზე. 2016-2018 წლებში ეკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს უფროსის თანამდებობა. 2018 წელს დაინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს უფროსის პოზიციაზე.

2018-2019 წლებში საქმიანობა განაგრძო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე.

ვაჟა სირაძე 2015 და 2018 წელს შინაგან საქმეთა მინისტრმა დააჯილდოვა მედლით - "მამაცობისთვის".

AutoPlay
პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია დღესაც განახლდება
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
"ლეიბორისტების" ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლები ხვდებიან
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
პარიზის პოლიციამ მომიტინგეთა დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
ანა დოლიძემ "პსპ"-ს სათაო ოფისთან აქცია-პერფორმანსი გამართა
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
აშშ-ის საელჩო საოკუპაციო რეჟიმს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
კლიმატის ცვლილების გამო გრენლანდიის მთავარ აეროპორტს დახურვა ემუქრება
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები