საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომლის გია ხალვაშის მხარდასაჭერად აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქცია მიმდინარეობს. ახლობლების განცხადებით გია ხალვაშის სამსახურიდან გათავისუფლება აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის კახა ბუხრაძის მიერ მიზანმიმართულად მოხდა. აქციაზე არასამთავრობო ორგანიზაცია "კორუფციასთან ბრძოლის" საინფორმაციო ცენტრის ხელმღვანელიც იმყოფება და სოლიდარობას უცხადებს ასევე კახა ბუხრაძის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს. შსს პრესსამსახურის ცნობით, გია ხალვაში სამსახურიდან დაზარალებულის მეგი ხუნწარიას განცხზადების საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა ხალვაშის განცხადებიტ, ხუნწარიამ სასამართლოზე ჩვენების მიცემისას იცრუა და არ დაადასტურა, რომ მოქალაქემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გია ხალვაში შსს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.