ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საპენსიო რეფორმა ცალკეულ საკადრო გადაწყვეტილებაზე არაა დამოკიდებული. თურნავა საპენსიო სააგენტოს თავმჯდომარის ლევან სურგულაძის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც თანამდებობის დატოვების თაობაზე განცხადებით სამეთვალყურეო საბჭოს მიმართა. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, სურგულაძეს კერძო სექტორში გადასვლის სურვილი აქვს. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საპენსიო რეფორმის პირველი ეტაპი ძალიან წარმატებულია.