„საპენსიო სააგენტოს“ ცნობით, ჯამში მთელ საპენსიო აქტივებზე დარიცხული სარგებელი 50 მილიონ ლარამდეა.
უწყების ინფორმაციით, საინვესტიციო სამსახურმა საკუთარი საინვესტიციო მანდატის ფარგლებში გააანალიზა ბაზარზე არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები და მიიღო გადაწყვეტილება ეროვნულ ბანკში არსებული ნაშთის და კომერციულ ბანკებში არსებული ნაშთების ოპტიმალურად განაწილებასთან დაკავშირებით.
კერძოდ კი, საინვესტიციო სამსახურმა ქართულ კომერციულ ბანკებთან აქტიური მოლაპარაკების საფუძველზე ეროვნულ ბანკში არსებული ნაშთი სრულად გადაანაწილა სხვადასხვა ქართულ კომერციულ ბანკებში როგორც მიმდინარე სარგებლიან ანგარიშებზე, ასევე გრძელვადიან სასერთიფიკატო დეპოზიტებში - კონკრეტულად, განხორციელდა 40 მილიონი ლარის ღირებულების 36 თვიანი სასერთიფიკატო დეპოზიტების შეძენა წლიურ ნომინალურ 13.8%-ში.