"საპენსიო სააგენტოს" უახლოეს მომავალში რისკის კონტროლის სტრუქტურა ექნება, - ამის შესახებ "საპენსიო სააგენტოს" დირექტორმა ლევან სურგულაძემ განაცხადა. მისი თქმით საპენსიო სააგენტოს რისკის კონტროლის სტრუქტურები მონიტორინგს გაუწევენ მონაწილეთა თანხების ინვესტიციის პროცესს. შეგახსენებთ, რომ დაგროვებით საპენსიო სქემაში დღეის მდგომარეობით 275 მილიონი ლარია აკუმულირებული. რეგისტრირებულთა რაოდენობა კი 845 ათასია. საპენსიო სქემიდან სულ გასულია ადამიანების დაახლოებით 14 %-ი. სქემიდან გასვლის განცხადება, კი ასობით მოქალაქემ გააუქმა.