სკოლებში საპირფარეშოების მოუწესრიგებლობის გამო, ხუთი დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ პალიტრანიუსისთვის გახდა ცნობილი. საკითხი სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს, ძირითადად ტუალეტების მოუწესრიგებლობასა და არასათანადო პირობებს უკავშირდება. ხუთ დირექტორს თანამდებობები როგორც თბილისის, ასევე საქართველოს რეგიონების სკოლებში დაატოვებინეს.