საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კანონპროექტის ჩაგდების გამო ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას ოპოზიცია კრიზისულს უწოდებს და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი უწყვეტ საპროტესტო აქციებს აანონსებს.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქარაძის განცხადებით, ხელისუფლება მაგარბიჭობას თამაშობს და შექმნილ კრიზის არ იმჩნევს. მისივე ინფორმაციით, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები სხვადასხვა ქვეყნის ელჩებთან და მესამე სექტორთან შეხვედრას გეგმვენ. ბაქრაძის თქმით, ე.წ. გერმანელ მოდელთან დაკავშირებით ელჩების განწყობა დადებითია.