ევროპარლამენტარი, ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტი, დევიდ მაკალისტერი მიიჩნევს, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციასთან მიმართებაში შეასრულა ყველა დავალება და ახლა ევროკავშირის ჯერია.როგორც მაკალისტერმა საქართველოში ვიზიტის შედეგების შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა, ახლა ჯერი მიდგა ევროპარლამენტზე, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. მისივე თქმით, იგი მხარს უჭერს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მიღებას.