საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი ტერაქტის აღკვეთის ფაქტს "ვაშინგტონ პოსტი" გამოეხმაურა.ცნობილი გამოცემა წერს, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით 7 ადამიანი დააპატიმრეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოს 5 მოქალაქე 20 აგვისტოს თბილისის სამხრეთით მდებარე რუსეთ-სომხეთის მაგისტრალურ გაზსადენზე აფეთქების მოწყობას გეგმავდა.