გორის რაიონის სოფელ საყავრესთან გაჩენილი ხანძრის კერები ჩამქვრალია. ამ დროისთვის ვერტმფრენები ხანძრის ქრობის პროცესში აღარ მონაწილეობენ. ამასთან როგორც სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრები ამბობენ, ვერტმფრენები ადგილზე რჩებიან, ვინაიდან არის ქარი და არსებობს ცეცხლის გავრცელების საშიშროება.