04:29
6 ივლისი, 2022, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ნივთების ევოლუცია
საყვირის თავდაპირველი ფუნქცია ხმის მიწვდენა იყო, მოგვიანებით ის მნიშვნელოვანი შეხვედრებისა და ღონისძიებების თანმდევი გახდა - ნივთის მუსიკალურ ინსტრუმენტებად გამოყენება კი მხოლოდ მე-14 მე-15 საუკუნეში დაიწყეს
18-05-2022

საყვირი - ჯაზური მუსიკა ფაქტობრივად წარმოუდგენელია ჩასაბერი ინსტრუმენტების გარეშე. ეს ერთ მთლიან ორგანიზმად ქცეული მელოდია, რომელსაც რამდენიმე ინსტრუმენტი ქმნის საყვირის ხმით ივსება და იმ უნიკალურობას მატებს რითაც დანარჩენი ნაწილისგან განსხვავდება. ზოგადად ჩასაბერი საკრავების დიდი მრავალფეროვნებაა მუსიკალურ სამყაროში და მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით გარკვეული მსგავსება აქვთ - თითოეული მათგანი გამორჩეულ ჟღერადობას ატარებს და დამოუკიდებელ ისტორიას ინახავს.  დღეს ჩვენი ყურადღება საყვირმა მიიქცია და სწორედ ამ საინტერესო ფორმის ინსტრუმენტზე მოგითხრობთ.

მუსიკალური ჩასაბერი ინსტრუმენტები, იგივე აეროფონები: განეკუთვნება ჯგუფს, რომლის ხმის წყაროს  მილის ჰაერის სვეტის ვიბრაციები წარმოადგენს. ისინი კლასიფიცირდება მრავალი მახასიათებლის მიხედვით, მათ შორის: მასალის, კონსტრუქციის, ხმის წარმოების მეთოდების და სხვა. სიმფონიურ ორკესტრში სასულე მუსიკალური ინსტრუმენტების ჯგუფს რამდენიმე ინსტრუმენტი შეადგენს.
ფლეიტა განივი ან გასწვრივი, იგივე ჰორიზონტალური მუსიკალური ინსტრუმენტი. განივი ფლეიტის თანამედროვე ტიპი სარქვლებით  გერმანელმა ოსტატმა თ. ბოემმა 1832 წელს გამოიგონა. მისი ჟღერადობა ქარის ხმასთან ასოცირდება და განსხვავდება დანარჩენი ჩასაბერი ინსტრუმენტებისგან, რამაც მისთვის განკუთვნილი ადგილი დაუმკვიდრა მუსიკალურ სამყაროში.

საყვირი არის სპილენძის ინსტრუმენტი, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება კლასიკურ და ჯაზურ მუსიკალურ ანსამბლებში. საყვირის ჯგუფი მერყეობს პიკოლოდან, რომელსაც უმაღლესი რეგისტრი აქვს -  ბას-საყვირებამდე. საყვირის მსგავსი ინსტრუმენტები ისტორიულად გამოიყენებოდა სასიგნალო მოწყობილობებად ბრძოლაში ან ნადირობაში. მაგალითები  სულ მცირე 1500 წლით თარიღდება. საყვირის თავდაპირველი ფუნქცია ხმის მიწვდენა იყო გარკვეულ მანძილზე, მოგვიანებით ეტიკეტი, რომელიც სამეფო კარზე ნადირობას აფორმებდა, ის იყო მნიშვნელოვანი შეხვედრებისა და ღონისძიებების თანმდევი, თუმცა არა როგორც მუსიკალური ინსტრუმენტი, არამედ მაცნე, შეხსენება, შესავალი, ცერემონიის ნაწილი.  მისი მუსიკალურ ინსტრუმენტებად გამოყენება  მხოლოდ მე-14 მე-15 საუკუნეში დაიწყეს. თანდათან მუსიკოსთა შორის გამოჩდნენ შემსრულებლები, რომელთაც გრძელ მილში გატარებული ხმის დამორჩილება დაიწყეს და აქცია ის მელოდიად, რომელიც დანარჩენ ინსტრუმენტებს შეუერთდა.

ადრეული ჯაზის ერთერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი ლუი არმსტრონგი  იყო. მისი ვირტუოზული შესრულება თავდაპირველად კორნეტზე შემდეგ კი საყვირზე ამ ინსტრუმენტის დასამახსოვრებელ მუსიკალურ პარტიებს ინახავს. Dizzy Gillespie  ნიჭიერი იმპროვიზატორი გახლდათ,ძალიან მაღალი დიაპაზონით, რომელიც ეფუძნებოდა როი ელდრიჯის სტილს. გილესპიმ უზარმაზარი გავლენა იქონია საყვირის მომდევნო განვითარებაზე. მაილს დევისი   მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკოსად ითვლება- მისი სტილი გამორჩეული და მუსიკოსთათვის მისაბაძი იყო.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები