დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას საპროცესო შეთანხმება უფორმდება.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორის, თორნიკე ნადირაძის განცხადებით, გიორგი ჯანაშიამ დავით სარალიძის მკვლელობა აღიარა. თუ რა პირობებით გაუფორმდა მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება, აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურორი არ საუბრობს. რაც შეეხება ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძეს მისი ადვოკატი არა სასჯელის გაუქმებას არამედ შეცვლას ითხოვს. ადვოკატის თქმით ბარბაქაძემ ლევან დადუნაშვილს ჭრილობა მიაყენა, თუმცა, წელის არეში და არასასიკვდილო.
ცნობისთვის, 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი არასრულწლოვანი - გიორგი ჯანაშია და გუგა ბარბაქაძე არიან მსჯავრდებულები. დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ასევე მიხეილ კალანდია, რომლის საქმესაც თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.