99 ფრანკი, ფრანგი მწერლის, ლიტერატურული კრიტიკოსისა და გამომცემელის, ფრედერიკ ბეგბედერის 245 გვერდიანი ავტობიოგრაფიული ჟანრის რომანი. ორნიგინალი საფრანგეთში, 2000 წლის აგვისტოში ფრანგულ ენაზე გამოიცა. წიგნი XXI საუკუნის სარეკლამო აგენტის ოქტავ პარანგოს ცხოვრებაზე მოგვითხრობს, რომელიც ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს სარეკლამო სააგენტოში მუშაობს და წარმატებული სარეკლამო მენეჯერია, მას აქვს ფული, კოკაინი, გართობა, ქალების ყურადღება, თუმცა ის უკმაყოფილოა თავისი ცხოვრებით. არ მოსწონს თავისი სამსახური და გათავისუფლებაზე ოცნებობს, უპირისპირდება იმ ღირებულებებს, რომელზეც ეს სარეკლამო სააგენტო დგას, თუმცა თავად სწორედ ამ ღირებულებების შემქმნელი და გამპიარებელია. სარეკლამო აგენტის ცხოვრებას საფუძვლიანად ცვლის რომანი, სააგენტოს ყველაზე ლამაზ თანამშრომელ ქალთან სოფისთან და კრება გიგანტური რძის ნაწარმის კონცერნში, თუმცა მთავარი გმირი საბოლოოდ იმედგაცრუებული რჩება ცხოვრებისგან.