სამართალდამცველებმა 1961 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი გ.გ. კანონიერი ქურდობის ბრალდებით, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.გ. 1981 წლიდან ე.წ. "ქურდულ სამყაროში" აღიარებული "კანონიერ ქურდად". სამართალდამცველებმა იგი იმ დროს დააკავეს, როდესაც სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოდიოდა. გამოძიება კანონიერი ქურდობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.