თბილისის საქალაქო სასამართლო, თბილისის მეტროში არასრულწლოვანზე ძალადობის საქმეზე დაკავებული ორი პოლიციელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს. პროცესი სასამართლოში 14:30 საათზეა ჩანიშნული.
საქართველოს პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს ორივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.
პროკურატურამ მეტროსადგურ "ისანში“ არასრულწლოვანზე ძალადობისთვის დაკავებულ პატრულ-ინსპექტორს არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, ხოლო ინციდენტში მონაწილე მეორე პატრულ-ინსპექტორს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ბრალდება წარუდგინა.