შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილისა და ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:00 საათზე გაიმართება.
ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მოსამართლე არსენ კალატოზიშვილი იმსჯელებს.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ახალი ბრალი რამდენიმე დღის წინ წაუყენეს. ორივე მათგანს ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას სამიდან რვა წლამდე ვადით ითვალისწინებს.