თბილისის საქალაქო სასამართლო საკრებულოს დეპუტატის ილია ჯიშკარიანის აღკვეთ ღონისძიებაზე 11 ოქტომბერს იმსჯელებს. ამის შესახებ პალიტრა ნიუსს თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით მიმართა. სხდომა 11 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:30-ზე დაინიშნა. პროცესზე ჯიშკარიანის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ტიპის აღკვეთ ღონისძიებას მოითხოვს პროკურატურა. შეგახსენებთ, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს 8 ოქტომბერს, საკრებულოს თანამშრომლის თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს.