05:21
23 ოქტომბერი, 2019, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
სასამართლომ არასრულწლოვნების პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებულ 7 პირს პატიმრობა შეუფარდა
20-09-2019

თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ შვიდ პირს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმის პროკურორის მარიამ გოგორელიანი თქმით, საქმეზე წინასასამართლო სხდომა 21 ოქტომბერს ჩაინიშნა.

რაც შეეხება საქმეზე დაკავებულ კიდევ ოთხ პირს, მათგან სამ ადამიანს – აშშ-ს მოქალაქეს, ასევე საქართველოს ორ მოქალაქეს უკვე პატიმრობა აქვთ შეფარდებული. კიდევ ერთი დაკავებულის, ავსტრალიის მოქალაქისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.

შეგახსენებთ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ქსელი გამოავლინეს და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს.

AutoPlay
კასპში 7 თვის ჩვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის მეუღლე მოსამართლემ აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვა
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
ბერა ივანიშვილი ამაზონის ტყის ხანძრის შედეგებთან საბრძოლველად 1.1. მილიონ აშშ დოლარს გადარიცხავს
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
"მთავარი ამბავი" - გია ხუხაშვილის ბლიცანალიზი: ამერიკის ინტერესი შავ ზღვაში
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
7 თვის ჩვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის მეუღლისთვის პროკურატურა გირაოს შეფარდებას ითხოვს
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
გარდაბნის მუნიციპალიტეტში 10 თვის ჩვილი გარდაიცვალა
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
დეპუტატები ირაკლი ბერაია და ლევან გოგიჩაიშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები