თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალდების სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.
პირველი სხდომა სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ.
როგორც ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა სხდომის დაწყებამდე განაცხადა, დღეს დაცვის მხარე ყველა მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილებს ყურადღებას.
თავად მელაშვილი აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „საბოლოოდ სიმართლე იზეიმებს” და დამტკიცდება, რომ ის და ნატალია ილიჩოვაც მართლები არიან.